აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კიევში იმყოფება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის მედიაცენტრიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ბარამია აფხაზეთიდან დევნილებს და სტუდენტებს შეხვდება.
ბარამია, ქართულ საკვირაო სკოლა "იბერიელს" ეწვევა და სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობით სპექტაკლს "მშვიდობის მტრედები" დაესწრება.
ამასთან, ბარამია ვიზიტის ფარგლებში გუშინ უკვე შეხვდა რადას წარმომადგენლებს. 23 მაისს კი ის "მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტშია" მიწვეული, სადაც აფხაზეთის მთავრობის მუშაობის შესახებ პრეზენტაციას გამართავ. გიორგი ბარამია ასევე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ვახტანგ თორდია შედიან.
მასალის გამოყენების პირობები