პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვებია დაწესებული. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე, ჩვეულებრისამებრ, სამუშა დღეა, საკანონმდებლო ორგანოში არავის უშვებენ.
როგორც პარლამენტის დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შესაბამისი ბრძანება მათ „დღეს დილით, ხელმძღვანელობისგან მიიღეს".
საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ არც ჟურნალისტებს. შეზღუდვა შეეხო დეპუტატ თამაზ დიასამიძესაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა განაცხადა, რომ 21 მაისისთვის საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიებები დაგეგმილი არ იყო, თუმცა ყველა თანამშრომელს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში შეეძლებოდა.