კოლუმბიაში წყალდიდობაა. გადაუღებელი წვიმების შედეგად სუკრეს რეგიონი მთლიანად წყლითაა დაფარული.
წყალმა ასობით საცხოვრებელი სახლი დატბორა, ასევე დატბორილია ავტომაგისტრალები, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
კოლუმბიაში ბოლო 1 წელია გადაუღებლად წვიმს. ამ ხნის განმავლობაში 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილები დატოვა, ხოლო 500 ადამიანი გარდაიცვალა.
კოლუმბიის ისტორიაში ასეთი მასშტაბური წყალდიდობა ჯერ არ ყოფილა.