ტელეკომპანია „რეალTV" ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვში ვიზიტის ამსახველი, მის მიერ გავრცელებული ფოტოების ფაბრიკაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მათ აღნიშნული ფოტოები youtube-ზე მოიპოვეს.
„რეალტივის" მიერ გავრცელებული ფოტოები, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის და „ქართული პარტიის" რუსული ფულით დამფინანსებლის კოტე გოგელიას ერთ-ერთ აეროპორტში ყოფნას ასახავს, „რეალტივიმ" გუშინ - youtube-ზე მოიპოვა. რეალტივი ატეხილ ისტერიულ უარყოფასთან ერთად და სხვადასხვა სააგენტოებით გავრცელებულ მიმსგავსებულ ფოტოებზე პასუხს არ აგებს. ინფორმაცია, რომ ფოტოები ფაბრიკაციაა და ის მონტაჟია ამ საკითხთან დაკავშირებით რეალტივი ასევე პასუხისმგებლობას იხსნის", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
მათივე თქმით, ტელეკომპანია „რეალტივი" არ არის ვალდებული ამტკიცოს ფოტოების სინამდვილე და კომპანია არც იმას გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის მოსკოვური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები შესაძლოა მათივე კონკურენტი პრორუსული ერთ-ერთი პარტიის მიერ იყოს გავრცელებული.