"ქართული პარტია" „სახალხო კრებას" წარმატებებს უსურვებს. „მიგვაჩნდა, რომ კონსოლიდაცია უკეთესი იქნებოდა, თუმცა რადგან კრებამ გადაწვიტა, რო მას აქვს საკმარისი ძალა აქციების დასასრულებლად თუ არა დასაწყებად მაინც, ჩვენ შორიდან დაველოდებით მოვლენების განვითარებას. კრებას წარმატებებს ვუსურვებთ და ბედნიერი ვიქნებით, თუ მიზანს მიაღწევენ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, „ქართული პარტია" კრების ორგანიზებულ მიტინგებში მხოლოდ იმ შემთხვევაში „ჩაერევა", თუკი ხელისუფლება უკნანონო ქმედებებს ჩაიდენს და ძალას გამოიყენებს.
„ასეთ შემთხვევაში ხალხის გვერდით დავდგებით", - დასძინა სუბარმა.