სირიის სამტავრობო ძალებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი დემონსტრანტებს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვდნენ. შემთხვევას 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელარხი Channel 4-ი იტყობინება.
ოპოზიციის მონაცემებით, ცხრა ადამიანი ქალაქ ხამა-მარეტ ალ-ნაიმანისა და კაფრ-ნავალის გარეუბნებში მოკლეს, დანარჩენი ცხრა კი ქალაქ ჰპომსში დახვრიტეს, მათ შორის იყო 11 წლის ბავშვი. ამასთან, სირიელი სამხედროების მხრიდან დემონსტრანტები დამასკოში, დარასა და ბანიასში დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სახელმწიფო დეპრატამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტმა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოსტი უნდა დატოვოს. ეს ვაშინგტონის მხრიდან პირველი გამოწვევა იყო, რაც სირიის ხელისუფლების მრავალწლიანი რეჟიმის მისამართით გაკეთდა.
ცნობისთვის, აშშ-მა უკვე დააწესა სანქციები ბაშარ ასადის მიმართ, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებით აიხსნება. სანქციები აშშ-ის ბანკებში შენახულ ბაშარ ასადისა და მისი ახლობლების აქციების გაყინვასაც გულუსხმობს.
ამასთან, ამერიკის ყველა მოქალაქესა და კომპანიას ეკრძალება სირიის მაღალჩინოსნებთან გარიგებაში შესვლა.
სირიის ოპოზიციის მონაცემებით, ორი თვის მანძილზე გამართულ მასობრივ აქციებს 850 ადამიანი ემსხვერპლა.