ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მადრიდის ცენტრალურ პარკში ათასობით მომიტინგე დაბანაკდა. მათი თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას და საარჩევნო კანონდებლობას არ შეცვლის.
მომიტინგეებს დაშლისკენ ესპანეთის საარჩევნო კომისიამ მოუწოდა.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები ხვალ გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე შესაძლოა პროვოკაციების საფუძველი გახდეს.
საპროტესტო აქციები 6 დღის წინ დაიწყო. დემონსტრანტების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ახალგაზრდების 45 %-ის დაუსაქმებლობა იწვევს.
მომიტინგეები ასევე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ნორმალური ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.