საქართველოს მოქალაქის პასპოტის მიღება შაბათ-კვირასაც გახდა შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისის თანახმად, ძველი თბილისის ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ჯგუფები უქმე დღეებში იმუშავებენ და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველებს დოკუმენტს იმავე დღესვე დაუმზადებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პასპორტი გაცემა მოხდება მხოლოდ დაჩქარებული წესით - იმავე დღეს. მოქალაქეების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
ბიომეტრული პასპორტის ასაღებად ან შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობა (დედანი); ორი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში); პასპორტზე დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 205 ლარი. პასპორტის შეცვლის შემთხვევაში კი - ძველი პასპორტი.
უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სამსახურში, ეტაპობრივად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სხვა მომსახურებების მიღებაც გახდება შესაძლებელი.