დღეს, 21 მაისს, 13:00 საათზე, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ახლად რეაბილიტირებულ კულტურის ცენტრს გახსნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"კულტურის ცენტრში თბილისიდან მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები იმუშავებენ, რომლებიც ბავშვებს ხატვას, თოჯინების კერვას, თექასა და გობელინზე მუშაობას შეასწავლიან. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის წრის გახსნაც. ამჟამად ერთი პედაგოგი გვყვავს და მას ხელფასს ადგილობრივი გამგეობა უხდის", - განაცხადა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ლია აჭიშვილმა.
კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაო 2011 წლის მარტში დაიწყო. შენობის რეაბილიტაცია 25 ათასი ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.