დღეს, 21 მაისს, 15:00 საათზე, სახალხო კრება საქართველოს მასშტაბით საერთო სახალხო გამოსვლებს იწყებს. კრების მხარდაჭერები 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.
თბილისის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები მხარდამჭერთა შეკრებას ფილარმონიის წინ უზრუნველყოფენ, აღმოსავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები მხარდამჭერებს ავლაბრის მოედანზე შეკრებენ, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები კი - ვარდების მოედანზე. თავშეყრის სამივე ადგილიდან გაიმართება კოლონათა მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში ბათუმში, ერას მოედანზედაც გაიმართება.
"სამტრედიის, ხაშურის, ხარაგაულის და ზესტაფონის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულმა კომიტეტები მხარდამჭერთა შეკრება ადგილებზე. შეფიცულთა ჯგუფებმა კი კოლონების გადაადგილება და მოქალაქეების უსაფრხოებაზე იზრუნოს. სახალხო კრების შტაბმა კი უზრუნველყოს 2 მაისიდან 21 მაისამდე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელეება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები, ვისაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რეალურად უნდათ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარ ხალხთან დადგებიან.
"სახალხო კრება არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა აიძულებს ხელისუფლებას, სწრაფად და მშვიდობიანად დაემორჩილოს ხალხის ნებას. საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება. სააკაშვილი გადადგება, ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების უფლებას და გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს", - აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.
მისი განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი. ასევე ახალგაზრდული მოძრაობა და შეფიცულთა ათასობით წევრი, ასევე სახალხო კრების ათეულობით ათასი აქტივისტი და მხარდამჭერი.