დღეს, 21 მაისს, ლატვიის სეიმის დელეგაციის წევრები თბილისს დატოვებენ.
20 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ესტუმრნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. შემდეგ წეროვანში გაემგზავრნენ და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება დაათვალიერეს.
ლატვიის სეიმის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ და ქალაქის ღირსშესანიშნაობები (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი) დაათვალიერეს.
ლატვიის სეიმის დელეგაცია საქართველოს18 მაისს ეწვია.