დღეს, 21 მაისს, ლასლო კოვერი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და ჯვრის მონასტერს მოინახულებს, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დელეგაციის საპატივსაცემოდ გამართულ კონცერტს დაესწრება.
უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი თბილისს 19 მაისს ეწვია და 21 მაისს, დღის მეორე ნახევარში დატოვებს.