საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია "რუსული კლიშეების" ლობირებაში დაადანაშაულა.
"ის, რომ რუსული სტერეოტიპებით და კლიშეებით გაგვიმასპინძლდნენ აქ, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში არ არიან მხოლოდ თავისუფალი დეპუტატები და ეს კარგად ვიცოდით", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ასეთი დეპუტატების რაოდენობა ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ ბაღათურია დაინტერესდა, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ხომ არ იქნებოდა სომხების მიმართ უსამართლობა.