სანქტ-პეტერბურგში გამოსაცემად მზადდება რუსეთის დუმის დეპუტატის, ანტიქართული განწყობილებით ცნობილი კონსტანტინე ზატულინის წიგნი სახელწოდებით - "რუსეთი და აფხაზეთი. ორი ქვეყანა - ერთი ხალხი". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ავტორი - აფხაზეთის საპატიო მოქალაქე, რუსეთის დუმის სამი მოწვევის დეუტატი, დსთ-ს ქვეყნების დირექტორი კონსტანტინე ზატულინი აფხაზეთისა და რუსეთის გადაჯაჭვულ ბედზე საუბრობს. გამოცემა წარმოადგენს მისი სტატიების კრებულს, სიტყვით გამოსვლებს და ინტერვიუებს - აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის თვრამეწლიანი, წარმატებით დაგვირგვინებული ბრძოლის შედეგს", _ წერს აფხაზური მედია.