ევროკავშირმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ France-Presse-ი იტყობინება.
საზღვარგარეთის და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, გაერთიანებული ევროპა "თბილად მიესალმება" ბარაკ ობამას ინიციატივას.
ამასთან, აშშ-ის მხარდაჭერის მიზნით გამოვიდნენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც.
შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ისრაელი 1967 წლის ექვსდღიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს, ბარაკ ობამამ 19 მაისს ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილ სიტყვაში გაახმაურა.