საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია კონგრესმენ მაიკლ თერნერის ხელმძღვანელობით პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რომლებიც ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკავშირდება.
შეხვედრისას, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმების თაობაზე ესაუბრა და დასრულებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.