საქართველოს მმართველი სისხლში ხელებგასვრილი ნაცები ხელისუფლებას ასე ადვილად არ დათმობენ. აცხადებს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე რუსულ სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში.
"საქართველოს დღეს ადგილობრივი ნაცები და პროვინციული ფაშები მართავენ. ისინი ხელისუფლებას, რომელმაც მათ გამდიდრების საშულება მისცა ასე ადვილად არ დათმობენ, მით უფრო, რომ მათი ხელები სისხლშია გასვრილი. ქართველი ხალხი კი როგორც კი მას ამის საშულება მიეცემა, მათ ყველაფერზე პასუხს სრული პროგრამით აგებინებს", _ აცხადებს გიორგაძე.