"ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, რომელთა შორის სამთავრობო ექსპერტებიც არიან, 21 მაისს თბილისის ცენტრში 70-დან 120 ათასამდე საპროტესტოდ განწყობილი ადამიანი შეიკრიბება",_ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველო ესტაფეტას არაბული ქვეყნებისგან იღებს.
უკრაინული მედიის ცნობით, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა საკმარისი იქნება, რათა საქართველოს ხელისუფლებას გადადგომა აიძულონ.
"სახალხო კრების" ყველა რაიონულ განყოფილებაში მასშტაბური სამუშაო ჩატარდა, რათა მოქალაქეებისთვის დაუმორჩილებლობის აქციაზე წასვლისკენ მოეწოდებინათ. ყოველდღიურად არაერთი ადამიანი გვაკითხავს, რომლებიც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს გამოთქვამს. ამ რეჟიმმა ქვეყანა სრულ ეკონომიკურ და სოციალურ დაცემამდე მიიყვანა",_ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მთელ საქართველოში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის 74 კომიტეტი სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ამასთან, მზად არის ახალგაზრდული მოძრაობის ათასობით წევრი და "სახალხო კრების" ათეულ ათასობით აქტივისტი თუ მომხრე.