პარლამენტში რუსეთის იმპერიის მიერ ჩეჩნეთის გენოციდის აღიარების საკითხს არ გამირიცხავენ. როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ჩეჩნებმა აღნიშნული თხოვნით ჩერქეზბთან ერთად წელიწადნახევრის წინ საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს და ამ საკითხებზე სამეცნიერო შუალედური დასკვნებიც არის მომზადებული.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საკითხის განხილვის დაწყება უახლოეს მომავალში არ იგეგმება თუმცა არც არის გამორიცხული.
"ჩერქეზთა გენოცისდის საკითხის შესწავლის დროს პარალელურად ხდებოდა ჩეჩენთა საკითხის შესწავლაც, ამიტომ ის გამოცდილება რაც ჩერქეზების მიმართ გვაქვს ჩეჩნეთის გენოციდის აღიარების საკითხშიც დაგვეხმარება, თუმცა მინდა გითხრათ რომ უახლოეს მომავალში მისი განხილვა არ არის მოსალოდნელი", - განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ რომ დღეს საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე მომზადებულ რეზოლუციას უყრის კენჭს.