"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რუსეთს თავი დაუხარა, მას სააკაშვილის რეჟიმზე შურისძიება სურს", _ სტატიას ამ სათაურით რუსული "ობშჩაია გაზეტა" აქვეყნებს.
"საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გაიქცა მოსკოვშია. ამ ვიზიტამდე სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა დააანონსა, რომ მრავალმილიონიანი რევოლუციისათვის ემზადება, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეს არის უკვე მესამე ცდელობა, როდესაც რუსეთის დახმარებით ქართული ოპოზიცია სააკაშვილის შეცვლას ცდილობს. მანამდე მოსკოვში მოლაპარაკებებზე ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი იმყოფებოდნენ.
ჯერ ჯერობით უცნობია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მხოლოდ უშიშროების სამსახურებთან გაივლის კონსულტაციებს, თუ მოსკოვი თავის თავზე აიღებს ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ცხინვალიდან ჩაიყვანოს. ის პირობას დებდა, რომ თბილისში 21 მაისს ჩავიდოდა", _ წერს გაზეთი.