ფარმაცევტულმა საწარმო "ჯი-ემ-პიმ" მიიღო შვეიცარიული კომპანიის "ლალემან - ფარმასგან" (Lallemand Pharma ) ლიცენზია არამხოლოდ საქართველოს,  არამედ საქართველოს გარდა კიდევ 11 ქვეყანაში პრეპარატის წარმოებისათვის - ეს დიდი მიღწევა და  აღიარებაა ქართული კომპანიისთვის. ლალემან - ფარმას პარტნიორები არიან ცნობილი და აღიარებული ევროპული კომპანიები, მაგ. გლაქსო სმიტკლაინი (Glaxo SmithKline), რომელსაც 2011 წელს გადასცა ასევე ლიცენზია პრეპარატის წარმოებისთვის. 
შვეიცარიელების მიერ "ჯი-ემ-პიზე" ლიცენზიის გადაცემის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ჯი-ემ-პი" აღიარებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მას ცნობენ ევროპაშიც, როგორც ღირსეულ პარტნიორს.   
"ჯი-ემ-პის" მხარდაჭერით თბილისში, 23  მაისს სასტუმრო რედისონში გაიმართება სიმპოზიუმი, თემაზე " ბაქტერიული ლიზატების როლი ქრონიკული დაავადებების პრევენციაში", რომელზეც  ქართველი ექიმებისათვის ლექციას წაიკითხავს შვეიცარული კომპანია ლალემან - ფარმას ( Lallemand Pharma )- ს  წარმომადგენელი მაქსენს დე ვილმერი.  
კომპანიის ინფორმაციით, "ჯი-ემ-პიმ" სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა საქართველოს ეროვნულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე "მერკური 2011", სადაც "ჯი-ემ-პიმ" HSBC ბანკის განსაკუთრებული ჯილდო მიიღო ქართული წამლის საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით  დანერგვისათვის.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები