"იაპონიის ქალაქ კიოდოს მეცნიერთა ჯგუფმა გამოყო გენი, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს და პასუხიმგებელია სვიის გემოს ფორმირებაზე," - იუწყებოდა იაპონური მედია.
ექსპერტთა განმარტებით, ეს აღმოჩენა ლუდის ახალი ტიპების შექმნის პროცესში ახალ შესაძლებლობებს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ იაპონელმა ქიმიკოსებმა გამოავლინეს ლინალულის წარმოქმნაზე პასუხიმგებელი გენი. ეს სვიის შემადგენლობაში შემავალი აუცილებელი ზეთია, რომელიც გავლენას ახდენს ლუდის არომატზე.
დღესდღეობით, ხარისხიანი სვიის მრავალფეროვნების შექნა საჭირო მახასიათებლებით, ხშირშემთხვევაში 10 წელს მოითხოვს. ეს ბოლოდროინდელი აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ ეს პეროცესი. შესაბამისად, მწარმოებლებს კი მიეცემათ საშუალება შექმნან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის ახალი სახეობები.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს სვია გამოიყენება ლუდის წარმოებაში, უფრო მეტიც, მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან ის ლუდს სპეციფიკურ გემოსა და არომატს აძლევს. ევროპელები კი სვიას IX საუკუნიდან პურის წარმოებშიც იყენებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები