დემოკრატიათა თანამეგობრობის პარლამენტთაშორისი ფორუმი დღეს დასრულდება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დახურავს. ფორუმი სპეციალურ დოკუმენტს მიიღებს, რომელშიც საქართველოს შესახებ იქნება საუბარი.
თბილისის დეკლარაცია 14 პუნქტს მოიცავს და მასში თავმოყრილია ის ძირითადი მიმართულებები რომლებზეც ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისი ფორუმი იმუშავებს. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა უფრო უნდა გაააქტიუროს აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობება. ასევე რამდენიმე თავი ეთმობა ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებს და დეკრალაციის მიხედვით, ფორუმის მონაწილეები მხარს უჭერენ ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიულ ცვლილებებს.
საქარველოს დეკლარაციაში ერთი პუნქტი ეთმობა, სადაც გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისათვის, წარმატებულადაა შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ხაზგახმით არის აღნიშნული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
"ძირითადი აქცენტი ამ დეკლარაციაში კეთდება ევროკავშირის მხრიდან უფრო აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე, ეს შეეხება პირველ რიგში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ზონას, იქ სადაც არის საქართველო და არის მოწოდება ევროკავშირის, კონკრეტულად ევროპარლამენტის და ევროკომისიის მიმართ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ და უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ამ რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესებს და უფრო კონკრეტულად დაეხმარონ ევროინტეგრაციის გზაზე.
აქ არის ცალკე პუნქტი საქართველოზე, სადაც არის საქართველოში მიმდინარე რეფორმების დადებითი შეფასება და ასევე კიდევ ერთხელ ეს ფორუმი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.
ამ ფორუმის ფარგლებში ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ საგანგებო რეზოლუცია, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაცია და ამ რეზოლუციაშიც გამეორებული იქნება წინა რეზოლუციების დებულებები", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.