პალესტინელები ვერ მიაღწევენ მშვიდობას, თუკი ჰამასი ტერორის მომხრედ დარჩება. ამის შესახებ ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტს შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის შესახებ გაკეთებული განცხადები ფარგლებში განაცხადა.
მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა დასრულდეს ორი სახელმწფოს შექმნის შედეგით.
ბამამ საჯაროდ პირველად აღნიშნა, რომ ისრაელის და პალესტინის საზღვრები უნდა ეფუძნებოდეს 1967 წლის ექსვდღიანი ომმამდელ პერიოდს.
„პალესტინელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ მართოს თავისი თავი და მიაღწიოს თავის შესაძლებლობებს სუვერენულ სახელმწიფოში", - განაცხადა ობამამ.
ობამამ თუმცა იქვე უარი განაცხადა პალესტინელთა გეგმაზე, ზეწოლა მოახდინონ გაეროზე, რომ მან აღიაროს პალესტინელთა სახელმწიფო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სიმბოლური აქტები არ მოიტანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.