წუხელ ღამით შალვა ხაჭაპურიძე საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს შეხვდა. როგორც ხაჭაპურიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, საფრანგეთის ელჩმა საპატრულო პოლიციის მხრიდან ადვოკატების აქციისთვის ხელის შეშლის გამო მწუხარება გამოთქვა.
"ელჩმა ადვოკატების აქციაზე მოსვლა რთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო და საელჩოში მიმიხმო. ერიკ ფურნიე დაგვპირდა, რომ ყველნაირად შეეცდებოდა, ადვოკატებზე თავდასხმის მცდელობა შეეჩრებინა",_აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, შესაძლოა, საფრანგეთის ელჩის მხრიდან ყურადღებამ განაპირობა, რომ წუხელ მათ თავს არავინ დასხმია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ადვოკატების რიცხვი ყველაზე დიდი იყო და 40-კაცს აღწევდა. მათ შორის, ერთი ფეხმძიმე მანდილოსანი და 15 ქალბატონი იყო.
როგორც მოშიმშილე ადვოკატებმა განაცხადეს, წუხელ ღამით მათ "მაესტროს" გადამღები ჯგუფი მიიყვანეს, რათა თავდასხმა შეეჩერებინათ.
"საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და სხვა პოლიციელები ჩვენს გარშემო მოძრაობდნენ, თუმცა ჩვენთან ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს",_აღნიშნეს ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ უკვე მეოთხე დღეა ადვოკატები შიმშილობენ.