თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
თურქეთში რამდენიმე საათის წინ 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა. დანგრეულია ხუთი შენობა. ძლიერი ბიძგები მოსახლეობამ ქალაქ იზმირშიც იგრძნო. მოსახლეობის პანიკისა და გადატვირთული სატელეფონო ზარების გამო დროებით მობილური კავშირიც კი შეწყდა, თუმცა მოგვიანებით ისევ აღდგა. განმეორებითი ბიძგების შიშით ხალხმა მთელი ღამე ქუჩებში გაათენა.
მასალის გამოყენების პირობები