ინდოეთის პოლიციამ დააკავა 22 ადამიანი, რომელთაც ბრალი ედებათ "კუდიანებისა და ჯადოქრების" მკვლელობაში. დაკავება ასამის შტატში მოხდა. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან 7 ქალისა და 4 მამაკაცის მკვლელობაში, რომლებიც მათი აზრით, ჯადოქრობითა და შავი მაგიით იყვნენ დაკავებულნი. ამჟამად პოლიცია აგრძელებს დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე ადამანის ძებნას.
"კუდიანებზე" ნადირობას ინდოეთში რეგულარული სახე აქვს, ძირითადად ასეთი ფაქტები ხდება შორეულ სოფლებში, რომლის მოსახლეობასაც თანამედროვე სამედიცინო დახმარების კუთხით არავითარი პირობები არ გააჩნათ. შესაბამისად ამ სოფლის დაავადებული მოსახლეობა და მათი ნათესავები თავიანთ ავადმყოფობაში "კუდიანებსა" და ჯადოქრებს სდებენ ბრალს.
2006 წლის სექტემბრიდან 2011 წლის მაისამე მოკლულია 35 "ჯადოქარი", ხოლო ბოლო 15 წლის განმავლობაში მოკლული "კუდიანებსა" და "ჯადოქრების" რაოდენობა 2005 აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები