საქართველოს პარლამენტი რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას კენჭს დღევანდელ, 20 მაისის პლენარულ სხდომაზე უყრის. გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს:
"საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ:
ითვალისწინებს რა ჩერქეზების მიმართ რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას რუსეთ-კავკასიის ომის დროს (1763-1864 წლები), როდესაც რუსეთის იმპერიიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა ჩერქეზური ტერტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა, ხოლო მათგან დაცარელებულ ტერიტორიებზე მიზამნიმართულად მოხდა სხვა ეთნიკური ჯგუფების ჩასახლება;
ითვალისწინებს რა ფაქტს, რომლის თანახმადაც, მრავალჯერადი სადამსჯელო სამხერდო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეიბის 90 პროცენტიზე მეტი;
ითვალისწინებს რა რუსეთის იმპერიის მრავალ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება რუსეთ-კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერიის სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, როგორიცაა ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები, მშვიდობიან მოსახლეობაში, რომლებიც მიზნად ისახავდა ჩერქეზი ეროვნების წარმომადგენელთა ფიზიკურ განადგურებას;
ითვალისწინებს რა ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 7 თებერვლის #977-XII-B დადგენილებას "რუსულ კავკასიური ომის წლებში ადიღელების (ჩერქეზების) გენოციდის აქტის დაგმობის შესახებ" და აძლევს რა ისტორიულ და სამართლებირვ პოლიტიკურ შეფასებას რუსეთ-კავკასიის (1763-1864 წლები) ომის შედეგებს, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა მათი ისტორიული სამშობლოდან გენოციდის აქტად - თანახმად "სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ" ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის IV კონვენციისა და "გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციისა;
2. აღიარებლ იქნან ლტოლვილებად რუსეთ-კავკასის ომის პერიოდში და შემდგომში სამშობლოდან იძულებით პორტირებული ჩერქეზები, თანახმად გაეროს 1951 წლის 28 ივლისის "კონვენციისა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".