20 მაისიდან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული, ახალგაზრდული, საბავშვო ფესტივალი სტარტს ჰიპერმარკეტი გუდვილიდან იღებს.
20 მაისს, 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიმართება მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც ანსამბლი "გვირილა" წარმოადგენს, პროგრამას წარუძღვებიან ნუგზარ კვაშალი და ნინო ჩიხლაძე. ღონისძიებას დაეწრებიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლი "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი თბილისის" 12 წლამდე ასაკის აღსაზრდელები. ღონისძიების შემდეგ კომპანია გუდვილი მათ გაუმასპინძლდება და საჩუქრებსაც გადასცემს.
ფესტივალი გაგრძელდება 31 მაისს ფილარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე 1-ელ ივნისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება ღონისძიება, ხოლო დასკვნითი ცერემონიალი 2 ივნისს ART HALL-ის დარბაზში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხალხისთვის საყვარელი მომღერლები და საუკეთესო მუსიკალური, საბავშვო და ახალგაზრდული ჯგუფები.