დღეს, 20 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას "მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები".
კონფერენცია ეძღვნება სტუ-ის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსების საიუბილეო მე-40 წლისთავს და მისი დამაარსებლების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გოჩა ჩოგოვაძის და წევრ-კორესპონდენტის გიორგი გოგიჩაიშვილის დაბადების 70-ე წლისთავს.
კონფერენცია 22 მაისს დასრულდება.