დღეს, 20 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე - "სტუდენტის თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.