დღეს, 20 მაისს, 17:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედიაცენტრში ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენაზე დაჯილდოვდებიან ცესკოს ფოტოკონკურსის ("აირჩიე") გამარჯვებულები. სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ცესკოს მიერ სოციალური ქსელის, Facebook-ის მეშვეობით ჩატარებულ კონკურსიში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო.
პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი, გამოვლინდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ხმების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც გადაეცემა პროფესიული ფოტოაპარატი. მეორე ადგილზე გასული ფოტოს ავტორს, რომელიც კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ შეარჩია გადაეცემა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათი და ფოტოსამყაროს 200-ლარიანი ვაუჩერი.