საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ლასლო კოვერსა და უნგრელ პარლამენტარებს შეხვდა.საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოხატეს.
ლასლო კოვერი შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციით და ქვეყანაში გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში კორუფციის დაძლევის მიზნით გატარებული წარმატებული რეფორმები იყო. სპიკერმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებში გატარებულ რეფორმებს ,რომელსაც წარმატებული უწოდა.
თავის მხრივ, ლასლო კოვერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ქვეყნის სახელით კი მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროსტრუქტურებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.