უნგრეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კოვერმა ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველი ვიზიტის შემდეგ იმედი მაქვს, მიმოსვლა უფრო ხშირი გადება. მომავალ ორშაბათს პატივი გვექნება, მივიღოთ უნგრეთში საქართველოს პრეზიდენტი. მიმდინარე წლის ივნისში კი, პრემიერ-მინისტრი გეგმავს საქართველოში ვიზიტს. წლის მეორე ნახევარში, იმედი მაქვს პატივი მექნება თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე გვეწვევა ვიზიტით", - აღნიშნა კოვერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება ეკონომიკურ სფეროში და ბიზნესში.
"მე, როგორც უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ყველაფერს გავაკებ, რომ ამ ორმა ქვეყანამ მიაღწიოს მიზნებს", - აღნიშნა მან.