20 მაისს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში "ლიტერატურული გაზეთის" მიერ გამოცხადებული "ერთი მოთხრობის კონკურსის" გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
პირველი ადგილის მფლობელს თავად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დააჯილდოებს.
კონკურსის პირობების თანახმად, მასში მონაწილეობის მიღება 18-იდან 30 წლამდე პროზაიკოსებს შეეძლოთ. წელს "ერთი მოთხრობის კონკურსში" მონაწილეობა ორმოცდასამმა ახალბედა მწერალმა მიიღო.
5-კაციანმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს დიპლომებთან ერთად ფულადი ჯილდოც გადაეცემათ (I ადგილი - 1500 ლარი, II ადგილი -1200 ლარი, III ადგილი _ 1000 ლარი, IV ადგილი - 600 ლარი, V ადგილი - 500 ლარი).
წელს ჟიურის წევრები არიან:-, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი ზაალ სამადაშვილი, კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი ზურა სამადაშვილი, მწერალი მიხო მოსულიშვილი, მწერალი, "ლიტერატურული გაზეთის~ რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე.
კონკურსს საფუძველი "ლიტერატურულმა გაზეთმა~ 2010 წელს ჩაუყარა. კონკურსი მიზნად ისახავს ახალბედა მწერლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.