რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლის, სერგეი პიატკოვსკის განცხადებით, ქართული პარტიის თანათავმჯდომარის, ირაკლი ოქრუაშვილის რუსეთში ვიზიტი კარგზე არ მეტყველებს.
მისი თქმით, მოსკოვი დიდი ხანია "ეკეკლუცება" ქართველ ოპოზიციონერებს, დაწყებული ბურჯანაძიდან, დამთავრებული ნოღაიდელით.
"ოქრუაშვილი კი განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან ის ქვეყნის ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობდა. ჩვენ შევგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რას განიხილავენ მისი მოსკოვში ვიზიტისას. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ წინაასარჩევნო პერიოდში კრემლი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ცდილობს. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის გეგმებში სამხედრო აქცია შედის. ეს მისთვის კონტრპროდუქტიული იქნება. მაგრამ დაძაბულობის შენარჩუნება რუსეთის მხრიდან გრძელდება", - განაცხადა პიატკოვსკიმ.
იგი გამორიცხავს, რომ რუსეთი "ქართულ პარტიას" რევოლუციის მოწყობაში დაეხმარება. პიატკოვსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ეს ქმედება ძვირადღირებული იქნება და რუსეთი ამაზე არ წავა.