რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა კანის კინოფესტივალის დირექციას მოუბოდიშა, რადგან ფილმ "მელანქოლიის" შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა. სურათი ქვეყნის დასასრულის შესახებ მოგვითხრობს.
პრესკონფერენციაზე რეჟისორმა თავისი გერმანული ფესვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჰიტლერის გაგება შეუძლია. თუმცა ისიც დაამატა, რომ ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ჰოლოკოსტის ტრაგედიას გმობს. საუბრისას რეჟისორმა არაერთხელ წარმოთქვა, რომ ის ნაცისტია, რის შემდეგაც იხუმრა კიდეც.
კანის ფესტივალის დირექციამ რეჟისორის გამონათქვამის გამო შეშფოთება გამოთქვა და ახსნა-განმარტება მოითხოვა.
"რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ იგი პროვოკაციას აჰყვა, რის გამოც ბოდიშს იხდის",_ნათქვამია კანის ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კულტურის ორი გამოჩენილი მოღვაწე - მოდელიორი ჯონ გალიანო და ჩარლი შინი - რასისტული გამონათქვამებით გამოვიდნენ, რის გამოც სამსახურს დაემშვიდობნენ. ამასთან, გალიანოსთან მიმართ საქმე აღიძრა.