მელ გიბსონს სათავგადასავლო კომედიაში "ხელების სიმარჯვე" მონაწილეობა შესთავაზეს. ამის შესახებ Variety იტყობინება.
სიუჟეტი პროფესიონალი მძარცველების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც მაფიის ბოსს შემთხვევით ძვირფასი მონეტა მოჰპარეს. მოქმედება პარიზში ვითარდება.
სურათის რეჟისორი და სცენარისტი ბრედ მირმანია, რომელმაც თავის დროზე "ძარცვა ფრანგულად" გადაიღო.
მელ გიბსონთან ერთად, ახალ ფილმში მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე, კიფერ საზერლენდი და ტილ შვაიგერი მიიღებენ. გადაღებები ივლისში დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია, ვის განასახიერებს მელ გისონი.
ცნობისთვის, მელ გიბსონის უკანასკნელი ნამუშევარი "თახვი" იყო, სადაც მთავარ როლში ჯუდი ფოსტერი მონაწილეობდა.
გასული წლის სკანდალის შემდეგ მელ გიბსონისთვის ეს პირველი როლი იქნება. 2010 წელს მსახიობი თავის რუს მეგობარს, ოქსანა გრიგორიევას დასცილდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ქსელში სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოჩნდა, სადაც გიბსონი გოგონას შეურაცხყოფას აყენებდა და არც მკვეთრ გამოთქმებს ერიდებოდა. ბევრი ეჭვობდა, რომ სკანდალი მსახიობის კარიერას დაასამარებდა. სწორედ ამ სკანდალის გამო Summit Entertainment-მა "თახვის" გაშვება შეაჩერა.