პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის "ყიდვასთან" დაკავშირებთ სომხური კაპიტალის ჩადების შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ პროვოკაციად აფასებს.
როგორც ჯი-ეიჩ-ენს დავითაიამ განუცხადა, "რუსეთის სომეხთა კავშირის" მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის ყიდვის შესახებ განცხადება აბსურდულია და სომეხი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სომეხთა კავშირი, რომლის ხელმძღვანელიც მეწარმე არა აბრამიანია, მესამე ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკიდებლობის აღიარების უზრუნველსაყოფად 90 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. რუსული მედია იუწყება, რომ აღნიშნული საკითხი აბრამიანს უკვე შეთანხმებული აქვს რუსეთის დიპლომატიურ წრებშიც.