საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ საჩხერეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ბრიუსელში ვიზიტით მყოდი ქუთელიაუკვე შეხვდა კლაუდიო ბიზიონეროს. ქუთელია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გარდა, საუბარი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასაც შეეხო.
ქუთელიას განცხადებით, დოკუმენტში ასახული უნდა იყოს საფრთხეები, რომელიც საქართველოს წინაშეა და - ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტებები.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, ამ პროცესში ნატო-ს, როგორც საქართველოს პარტნიორის მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია.