23 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზი ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
გამომცემლობა ,,დიოგენემ~ 2011 წლის 9 თებერვალს მეორედ გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე.
წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20-დან 35 წლამდე ასაკის 23-მა მთარგმნელმა.
კონკურსის ჟიურიმ (გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, ნიკა ჯორჯანელი) დახურული წესით შეაფასა თარგმანები.
გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებასთან Eერთად მოეწყობა საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც.
წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი - 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: `საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა~, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2~, ,,პირველი არხი~, რადიო ,,თავისუფლება~, ჟურნალი ,,ცხელი შოკოლადი~, გაზეთები ,,24 საათი~ და ,,ახალი 7 დღე~, საინფორმაციო სააგენტო ,,GHN~.