აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, არსებულ საფრთხეებსა და ქვეყნის განვითარების „ქრისტიან-დემოკრატიულ" ხედვაზე ისაუბრეს. მიტჩელმა და თარგამაძემ ასევე განიხილეს ის საგარეო ფაქტორები, რაც საქართველოს მომავალზე გავლენას ახდენს.
„ბატონი მიტჩელი ძალზე საინტერესო მოაზროვნეა და აშშ-ს ანალიტიკურ წრეებში ცნობილია, როგორც საქართველოს საკითხებში ღრმად ჩახედული ადამიანი. მასთან ურთიერთობა ძალზე პროდუქტიულია ჩემთვის, იმ პარტიის ლიდერისთვის, ვისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია დასავლური აზრის კონსოლიდირება საქართველოში დემოკრატიის და ქვეყნის ევოლუციური გზით განვითარების სასარგებლოდ" - განაცხადა თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი იმედოვნებს, რომ აქტუალურ საკითხებზე მისი პოზიციის გაცნობა ლინკოლნ მიტჩელს დაეხმარება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ტრადიციულად საინტერესო და მიუკერძოებელი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში.