საქართველო ევრონესტში ჩართვით მეტ პასუხისმგებლობას იღებს იმ დემოკრატიული რეფორმებს შესრულებაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მივესალმები ევრონესტში საქართველოს ჩართვას. ეს არის ევროპის ექვსი ქვეყნისა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ასამბლეა", - აღნიშნა ბუზეკიმ.
მისივე თქმით, ერონესტი მასში გაერთიანებულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ევროპის ქვეყნებთან უფრო გააღრმავონ თავის ურთიერთობები.
"ამასთან, ამ ქვეყნებს ექნებათ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება იმ დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც იქ მიმდინარეობს", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ ევრონეტში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.