სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მოქმედი ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება და კოკოითის გარემოცვის ამ ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებს.
ოპოზიციონერი როლანდ ქელეხსაევი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ინიციტივას "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების აშკარა ავანტიურას" უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"ცხადია, რომ ყველაფრის უკან ედუარდ კოკოითი დგას. ეს ეჭვსს არავისში იწვევს და სულაც არ აქვს მკნიშვნელობა იმას, რომ თავად კოკოითმა არაერთგზის განაცხადა, რომ იგი მესამე ვადით პრეზიდენტობას არ აპირებს და არავის მისცემს ოსი ხალხის სისხლით დაწერილი კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას.
ასევე სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ რესპუბლიკაში არსებული სრულის დანგრეულობისა და ფეთქებადსაშიში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ხელისუფლება მზადაა, უდიდესი ფინანსური სახსრები გამოყოს ამ რეფერენდუმის ჩატარებისათვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზადაა წავიდეს ყველაფერზე იმისათვის რათა სახელმწიფოს საჭესთან დარჩეს", _ აცხადებს ქელეხსაევი.
საზოგადო მოღვაწე ტიმურ ცხურბატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები. ამას გარდა, მას შემთხვევითად არ ეჩვენება ის ფაქტი, რომ ეუდარდ კოკოითის ე.წ. უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მხარდამჭერად სწორედ სამხედრო მოსამსახურეები გამოდიან.
"საინიციატივო ჯგუფში მხოლოდ სამხედროები არიან - რომლებიც თეორიულად პოლიტიკის გარეთ უნდა იყვნენ. მეტიც, იბრაჰიმ გასეევი არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე", _ აცხადებს ცხურბატი.