საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სინგაპურში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს სელაპან რამანათან ნათანს (Sellapan Ramanathan Nathan) შეხვდა.
ნიკა გილაურმა კიდევ ერთხელ ხაზი გასუვა საქართველოში სინგაპურის გამოცდილების გაიზარებას და აღნიშნა, რომ ის რეფორმები რაც ბოლო პერიოდში სინგაპურში გატარდა საკმაოდ წარმატებული იყო.
"რატომაც გვინდა, რომ სინგაპურის მაგალითი გადმოვიღოთ საქართველოში, სწორედ აი ის რეალობაა, რასაც თქვენ ხედავთ დღეს ამ ქვეყანაში. რეფორმებმა, რომელიც სინგაპურში გატარდა ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, ბიზნესის კეთების სიმარტივით. ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ, სინგაპური კი პირველ ადგილზეა. სინგაპური არის პირველ ადგილზე, ბოლო წლების განმავლობაში იყო ყოველთვის პირველ ადგილზე და ამიტომ ვანიჭებთ ჩვენ აი ამ პროექტს ამხელა მნიშვნელობას. გახედეთ თქვენ რა არის სინგაპური," - განაცხადა ნიკა გილაურმა შეხვედრის შემდეგ.
ნიკა გილაური უკვე შეხვდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი ჰსიენ-ლუნგს (Lee Hsien Loong)
როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვედრებს გამართვს GIC საინვესტიციო ფონდის (GIC Investment Fund) ვიცე-პრეზიდენტთან, საინვესტიციო ფონდ ტემასეკ-ის (Temasek) ვიცე-პრეზიდენტთან და International Enterprise.