ფონდ "ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტეს პრეზიდენტი, კანოტის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპაცია სამი წლის შემდეგ აღიარა.
ილარიონოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების თანდასწრებით სამი წლის შემდეგ აღიარა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეეგ წამოწყებული იყო არა საკუთარი მოქალაქეებისა და ოსი ხალხის ინტერესთა დასაცავად, არამედ იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად.
"როგორც იქნა, სამწლიანი სიცრუის შემმდეგ მან დაიწყო სიმართლესთან ახლოს მყოფი ამბების მოყოლა. ის ნელ-ნელა იწყებს იმის აღიარებას, რაც ყველა დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღიარა, რომ რუსეთის რეჟიმმა ამ ომის მომზადება 1999 წლიდან დაიწყო და დიდხანს ამზადებდა",_აღნიშნა ილარიონოვმა.
მისი თქმით, მედვედევი ადრეც საუბრობდა ამ ომის შესახებ.
"ის ყვებოდა, როგორ ელოდებოდა მიზეზს, ფარტომასშტაბიანი კამპანია დაეწყო. მას არ აინტერესებდა ოსებისა და რუსი სამხედროების სიცოცხლე, მას სიკვდილი და გვამები სჭირდებოდა, რის შემდეგაც ომს დაიწყებდა",_აღნიშნა ილარიონოვმა.
შეგახსენებთ, სასტუმრო "რედისონში" დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი მიმდინარეობს.