"რუსეთის სომხების კავშირი" რომელსაც მეწარმე არა აბრამიანი ხელმძღვანელობს "მესამე ქვეყნების" მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უზრუნვალსაყოფად 90 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია "რუსეთის სომხების კავშირთის" ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყარომ ამ თანხების წარმოშობა მართალია ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ზემოთხსენებული საქმიანობის მიმართულებები "რუსეთის სომხების კავშირის" ხელმძღვანელობამ რუსულ დიპლომატიასთან უკვე შეათანხმა. თანხის დახარჯვის შედეგების შესახებ, ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ არსებობს.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაურუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის 50 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.