საინგილოში მცხოვრები ქართველები კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ჰერები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. კახეთის ისანფორმაციო ცენტრის ინფორაციით, ჰერები კულტურის სახლის აღდგენის მოთხოვნით, თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
„საქართველოს კულტურის მინისტრს საერთოდ არ აინტერესებს, რა მდგომარეობაშია საინგილოში ქართული კულტურა. ერთადერთი ქართული კულტურის ცენტრი თითქმის 2 წელია აღარ ფუნქციონირებს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახის მაცხოვრებლებმა.
კახში ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის 4 ოქტომბერს დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრი მთლიანად განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს ხანძრის გაჩენი მიზეზები ამ დრომდე არ დაუდგენიათ.
კულტურის ცენტრში ქართველი ბავშვები ქართულ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს სწავლობდნენ.