ოპოზიციური "რვიანი" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს "რვიანში" შემავალი "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ერთიანი ძალებით მოქმედება ისე, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სახით შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს".
"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა რამდენიმე დღის წინ მიმართვა შეიმუშავეს, რომელშიც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას დაუჭირეს მხარი და თქვეს, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. როცა სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს პოზიციების თანხვედრა, მას სჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, ჩაღრმავება, რომ შედეგი სწრაფად დადეს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება სწორედ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ შედეგი რაც შეიძლება მალე მივიღოთ", - აღნიშნა კაციტაძემ.
შეხვედრა "ახალი მემარჯვენეების" ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვა, რომელშიც საარჩევნო პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადეს, 16 მაისს გაავრცელა.