ოს სეპარატისტთა დელეგაცია ისრაელში გამგზავრებას გეგმავს, სადაც შეხვედრებს ებრაელ ბიზნესმენებთან და ჟურნალისტებთან აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ამასთანავე, ოს სეპარატისტთა დელეგაცია ასევე შეხვდება ისრაელში მაცხოვრებელი ოსური დიასპორის წარმომადგენლებს. მათივე ინფორმაციით, ოსი სეპარატისტები ისრაელში იქ მაცხოვრებელმა, წარმოშობით ე.წ სამხრეთ ოსეთმა ელიონორა ვილენჩიკმა დაპატიჟა, რომელიც რუსულენოვანი ებრაელობის მსოფლიო კონგრესის ისრაელის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია.
კომიტეტი ასევე იუწყება, რომ "ისრაელის საზოგადოებრიობასთან შეხვედრისას ოსური დელეგაციის წევრები მათ ობიქტურ ინფორმაციას მიაწვდიან 2008 წლის მოვლენებისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს შესახებ".
შეხვედრები გაიმართება იერუსალიმსა და თელავივში. დელეგაცია ისრაელში 23 მაისს გაემგზავრება.